თარიღები:
15 ივნ - 09 ივლ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr.medconsilium@gmail.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
იურიდიული 
ქვეკატეგორიები:
იურისტი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე.

ანაზღაურება: თვიური ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

იურისტის ძირითადი ამოცანები:

  • იურიდიულ საკითხებზე კლინიკის მენეჯმენტის სათანადო სამართლებრივი რჩევებით და მხარდაჭერით უზრუნველყოფა;
  • კლინიკის სხვადასხვა განყოფილებების იურიდიული მხარდაჭერა;
  • სტანდარტული ხელშეკრულებების და იურიდიული დოკუმენტაციის ნიმუშების შექმნა და განახლება კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად;
  • კონტრაგენტებთან და დასაქმებულებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მოზადება;
  • კლინიკის არსებული პოლიტიკების და სხვადასხვა პროცედურების საქართველოს კანონებთან და რეგულაციებთან მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და კონტროლი;
  • კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ კლინიკის მენეჯმენტის ინფორმირება;
  • კლინიკის შიდა კორპორატიული დოკუმენტაციის (კრების ოქმები, მინდობილობების) მენეჯმენტი;
  • დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა და შემდგომი მონიტორინგი;
  • კლინიკის წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო ორგანოებში, სასამართლოებში და საგამოძიებო ორგანოებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება
  • კომპიუტერული პროგრამები - საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
  • ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ჩაითვლება აუპირატესობად
  • სამედიცინო სექტორში მუშაობის გამოცდილება სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებული, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
  • კომუნიკაციის განვითარებული უნარები;
  • პროაქტიული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პროფესიული ზრდის, სწავლისა და განვითარების სურვილი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, შერჩეულ კანდიდატებს პირველ ეტაპზე ჩაუტარდებათ გასაუბრება. შერჩეულმა კანდიდატებმა მეორე ეტაპზე უნდა წარმოადგინონ მიცემული ამოცანის გადაჭრის თავისი ხედვა პრეზენტაციის სახით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr.medconsilium@gmail.com არაუგვიანეს 2020 წლის 10 ივლისისა. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: „იურისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.