თარიღები:
19 მაის - 15 ივნ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@vivomedical.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ჯანდაცვა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
2 - 3 წლამდე
აღწერა:

ვივო მედიქალ ჯგუფი საქართველოს წამყვანი კლინიკების გაერთიანებაა, რომლის მიზანია ადამიანების ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით, პაციენტზე მორგებული კლინიკებით, საუკეთესო პროფესიონალთა გუნდით და სამედიცინო პერსონალის მუდმივი განვითარების გზით. ჯგუფი აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო , ჟორდანიას კლინიკა.

 

ვივო მედიქალ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1

 

ძირითადი ფუნქციები:

 

  • ანგარიშგების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან კომპანიის შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით;
  • ბილინგის პროცესების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ბილინგის პროგრამაში დარეგისტრირებულ სამედიცინო შემთხვევებზე კალკულაციის მომზადება/ პაციენტის ფინანსური ვალდებულებების/თანაგადახდების დადგენა და გადახდების კონტროლი; საგარანტიო წერილების ვადების მონიტორინგი;
  • დამფინანსებლების მიერ მოთხოვნილი სამედიცინო დოკუმენტაციის სისრულისა და ვალიდურობის უზრუნველყოფა;
  • ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციის განთავსების, სისწორისა და განხორციელებული ცვლილებების დადგენილ ვადებში ასახვის კონტროლი;
  • დადგენილ ვადებში სამედიცინო შემთხვევების პროგრამული დახურვის უზრუნველყოფა;
  • დარეგისტრირებული პაციენტების შესახებ ყოველდღიური და ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და მიწოდება უშუალო უფროსისათვის;
  • მომსახურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დროული და სწორი იდენტიფიცირება და მათი დროული აღმოფხვრა;
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა და მათი ინფორმირება დაფინანსების პირობების შესახებ;
  • მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება მენეჯმენტის მიმართულებით;
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
  • ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე მუშაობის მინიმუმ 3 (წლიანი) გამოცდილება;
  • ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;

 

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტური გადანაწილებისა და ვადების დაცვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;
  • პასუხისმგებლობა;
  • კონფიდენციალობა.

 

ენები:

  • ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;
  • ინგლისური
  • რუსული

 

კომპიუტერული პროგრამები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამები

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@vivomedical.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ივნისამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
სტაციონარულ სერვისზე პასუხისმგებელი პირი / კლინიკური მენეჯერი ქუთაისში

დავით აღმაშენებელის სახ. ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო–ქსენონი


21 მაის - 18 ივნ

უმცროსი მენეჯერი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო


19 მაის - 15 ივნ