პედიატრიული ჯგუფის ხელმძღვანელი
თარიღები:
10 მარ - 08 აპრ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@artpharma.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
პედიატრი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
რუსული
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
2 - 3 წლამდე
აღწერა:

ევროპული ფარმაცევტული კომპანიავალმარკიაცხადებს ვაკანსიასპედიატრიული ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ. თბილისში.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ფარმაცევტულ კომპანიაში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება  პედიატრიულ პროფილში;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე სავალდებულოა;
  • რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა.

 

პიროვნული უნარები:

  • ლიდერული თვისებები; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გამართული მეტყველება;
  • პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
  • პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა; პროექტის მართვის უნარი;
  • სტრატეგიული ხედვა , დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი;
  • სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • ჩაბარებული პოზიციების და რეგიონების გათვალისწინებით გუნდის მართვა, მოტივირება და პასუხისმგებლობა მათ ფუნქცია-მოვალეობების ეფექტურ შესრულებაზე; საკითხების დელეგირება და თანამშრომლების დროის რესურსის გადანაწილება საბოლოო მოვალეობების დროულად შესრულებისთვის.
  • წლიური, კვარტლური და ყოველთვიური გეგმის შესრულების სამოქმედო გეგმის  და სტრატეგიის შემუშავება;
  • ჯგუფის წევრებთან ორმაგი ვიზიტების დაგეგმარება; შესრულება და შედეგების შეფასება.

 

სამედიცინო წარმომადგენლების მართვა; მათ ეფექტურობაზე და პროდუქტიულობაზე ზრუნვა; შეფასება და რეპორტინგი - ანალიზი თითოეული წარმოამდგენლის განვითარების ფარგლებში კომპანიის სტანდარტებიდან  გამომდინარე;

 

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;  საბონუსე სისტემა;
  • მანქანა, სატრანსპორტო ხარჯები და სოციალური პაკეტი - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა. 

 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილებიან მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება), მისამართზე: career@artpharma.ge

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.