ოჯახის ექიმის ასისტენტი
თარიღები:
12 თებ - 12 მარ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@ardi.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ოჯახის ექიმი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას კორპორაციის სამედიცინო დაზღვევის დეპარტამენტის, ოჯახის ექიმთა სამსახურში ასისტენტის თანამდებობაზე.

 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სს „არდი დაზღვევა“

სამუშაო განრიგი: ორშაბათ - პარასკევი 10:00 და 18:30 მდე, შაბათს 10:00 დან 18:00 მდე (თვეში 2 შაბათი).

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
  • სამუშაო გარემოს მოწესრიგება პაციენტთა მიღების დაწყებამდე;
  • ოჯახის ექიმისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • ოჯახის ექიმის მიერ პაციენტისათვის დანიშნული ამბულატორიული სერვისებისა და/ან დანიშნული მედიკამენტების პროგრამული ასახვა საგარანტიო ბარათების სახით;
  • საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ასისტირება დანიშნულ კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევაზე ან სპეციალისტის  კონსულტაციაზე;
  • საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მომდევნო ვიზიტის დაგეგმვა, ვიზიტზე ჩაწერა;
  • პაციენტთა ოჯახის ექიმთან მიღების საათების დარეგულირება, ჩაუწერელი პაციენტების მიღების რიგის მართვა;
  • პაციენტთა მოკითხვა;
  • ოჯახის ექიმის კაბინეტისათვის საჭირო ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების საჭიროებების შეფასება  და მოთხოვნის უზრუნველყოფა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • ინგლისური - Intermediate ;
  • რუსული - საშუალო დონე;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, Excel, MS Office, E-mail).

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@ardi.ge

 

სს „არდი დაზღვევის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
 

ეთანხმებით, რომ „სს. არდი დაზღვევა“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;

ანიჭებთ „სს არდი დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე „სს. არდი დაზღვევა“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.

მსგავსი განცხადებები
თერაპევტი-ოჯახის ექიმი კასპში

Marimedi


30 იან - 28 თებ

ოჯახის ექიმი

სადაზღვევო კომპანია არდი


12 თებ - 12 მარ

ოჯახის ექიმი/თერაპევტი

მედისონ ჰოლდინგი


31 იან - 29 თებ

ოჯახის ექიმის ასისტენტი

კონსილიუმ მედულა


20 თებ - 20 მარ

პირადი ექიმი

კურაციო


18 თებ - 28 თებ