ექოსკოპისტი გურჯაანში
თარიღები:
09 თებ - 04 მარ
მდებარეობა:
გურჯაანი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
რადიოლოგია/რედგენოლოგია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
აღწერა:

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი აცხადებს ვაკანსიას ექოსკოპისტის თანამდებობაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: გურჯაანი, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანის მრავალპროფილური  სამედიცინო ცენტრი.

 

სამუშაო გრაფიკი:  24 საათიანი მორიგეობა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
  • პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში (პლევრის ღრუები, პერიკარდიუმი,  მუცლის და რეტროპერიტონეული სივრცის ორგანოები, ქალის და მამაკაცის საშარდე და სასქესო ორგანოები, ფარისებრი ჯირკვალი, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა მეანობაში, ფარისებრი ჯირკვალი, რბილი ქსოვილები). დოპლერი და სახსრების ულტრასონოგრაფია ჩაითვლება უპირატესობად.
  • კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა http://gh.ge/ka/application-form/

ან  გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 29 თებერვალი 2020 წ.

 

თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „გურჯაანი - ექოსკოპისტი”.

 

გისურვებთ წარმატებას!

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
ასისტენტ-რენტგენოლოგი

კლინიკა ელიტი


31 იან - 29 თებ

ექოსკოპისტი მცხეთაში

ჯეო ჰოსპიტალს


27 იან - 25 თებ

რენტგენოლოგი

კუზანოვ დენტი


13 თებ - 13 მარ