ქოლ ცენტრის დღის ოპერატორი
თარიღები:
08 იან - 23 იან
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@euroins.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ადმინისტრაცია 
ქვეკატეგორიები:
ქოლ ცენტრის ოპერატორი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ქოლ ცენტრის დღის ოპერატორის პოზიციაზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება; (სამკურნალო ან პედიატრიული ფაკულტეტი)
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
  • სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • საინფორმაციო სატელეფონო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

 

ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:

  • დაზღვეულთა სატელეფონო მომსახურება კონტრაქტის პირობების შესაბამისად;
  • დაზღვეულთა ბაზაში მომხმარებლის იდენტიფიცირება და მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა პროგრამულ უზრუნველყოფაში;
  • მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდება.

 

პიროვნული მახასიათებლები

  • კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და არაკონფლიქტურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@euroins.ge  და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება  – ქოლ ცენტრის დღის ოპერატორი - ლათინური შრიფტით.  წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. განაცხადები მიიღება 2020 წლის 23 იანვრამდე.

მსგავსი განცხადებები
ზარალების მართვის სატელეფონო კონსულტანტი

სადაზღვევო კომპანია იმედი L


25 დეკ 2019 - 23 იან