სტომატოლოგის ასისტენტი რუსთავში
თარიღები:
04 დეკ - 28 დეკ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: noniko.dens@gmail.com
მდებარეობა:
რუსთავი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სტომატოლოგი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
აღწერა:

პოზიცია: სტომატოლოგის ასისტენტი

ადგილი: კლინიკების ქსელი ,,დენსი“

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი (09:00 – 16:00 ან 15:00 – 22:00)

                                  კვირა ( თვეში 1 ჯერ / 09:00 – 15:00)

 

ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადა 14 დღე (ანაზღაურების გარეშე)

                          ხელფასი  - საათობრივი ანაზღაურება                 

 

ფუნქცია/ მოვალეობები

  • უზრუნველყოფს სამუშაო მოწესრიგებასა და მზაობას სამუშაოს დაწყებამდე 10 წუთით ადრე.
  • უზრუნველყოფს სამუშაო არის : სტომატოლოგიური სავარძელი, ექიმისა და ასისტენტის სკამი, ექიმის საწერი მაგიდა, მასალების კარადა – სისუფთავეს და სტერილობას.
  • სამუშაო უჯრების მოწესრიგება, სტერილობის დაცვა, სტანდარტის მიედვით მასალის ჩალაგება.
  • მასალების გადასინჯვა უჯრაში, შეკვეთის ჩამოწერა და საწყობის უფროსთან მიტანა 3-4 დღით ადრე. ისე რომ ექიმს არ შეექმნას მასალის დეფიციტი.
  • მასალებზე ვადიანობის შემოწმება, ვადის გასვლის შემთხვევაში – წინასწარ შეტრუობინება და კოლოფის წარდგენა საწყობვის უფროსთან.
  • ერთჯერადი ინსტრუმენტის შემოტანა და გასვრილი ინსტრუმენტის გატანა სტერილიზაციაში.
  • ბორების, ფაილების და სხვა მცირე ინსტრუმენტების გასტერილება სამუშაო კაბინეტში.
  • სტერილიზაციის ეტაპების დაწვრილებით და ხარსიხიანად ცოდნა.
  •  სამუშაოს დაწყებამდე ჩაწერილი პაციენტების სიის გადამოწმება, პაციენტებთან დარეკვა და ვიზიტის შესახებ გაფრთხილება.
  • პაციენტის კაბინეტში შემოყვანა
  • მკურნალობისათვის საჭირო მასალისა და ინსტრუმენტების გამზადება და ექიმისათვის მიწოდება მუშაობის დროს.
  • ყოველი პაციენტის შემდგომ სამუშაო არის გასტერილება და მოწესრიგება შემდეგი პაციენტისათვის.
  • იცვას პროფესიულ ეთიკას და მომსახურების სტანდარტს
  • იცავს ჰიგიენურ წესრიგს თავის სამუშაო გარემოში (სავარძელთან, საწერ მაგიდასთან) და ყურადღებას აქცევს სისუფთავეს კლინიკაში;
  • მუშაობის დაწყებისას, ყოველდღიურად, გაეცნოს კლინიკაში ახალ ინფორმაციას (ადმინისტრატორთან და განცხადებების დაფაზე)
  • ესწრება კრებას თვეში 1-ჯერ.
  • მონაწილეობს კლინიკის მიერ დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში.
  • უფრთხილდება კლინიკის მატერიალურ ფასეულობებს (მოვალეა ეკონომიურად ხარჯოს სტომატოლოგიური მასალები, ერთჯერადი დანიშნულების ნივთები);
  • სამუშაო გრაფიკის პირნათლად დაფიქსირებას – წერილობით – საასისტენტო გრაფაში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები

  • პროფესიული განათლება: ექთანი, ასისტენტი ან მედდა.
  • ან საშუალო განათლება ( სამუშაო გამოცდილებით შესაბამის სფეროში) ან უმაღლესი განათლება
  • ქართული ენის ცოდნა გამართულად
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
  • გულწრფელი ღიმილის უნარი
  • კარგი კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი

 

მის: ქ.რუსთავი, კოსტავას N11

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: noniko.dens@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 558 93 61 92

მსგავსი განცხადებები
ექიმი სტომატოლოგი

ბონ_დენტე


27 ნოემ - 26 დეკ

ექიმი-თერაპევტი თბილისსა და ბათუმში

სტომატოლოგიური კლინიკა ინდიგო


20 ნოემ - 19 დეკ

ექიმის ასისტენტი

კლინიკა ელიტი


10 დეკ - 08 იან 2020

სტომატოლოგი

სტომატოლოგიური კლინიკა ღიმილი


27 ნოემ - 22 დეკ

სტომატოლოგის ასისტენტი

სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი დენსი


27 ნოემ - 26 დეკ

სტომატოლოგის ასისტენტი

სტომატოლოგიური კლინიკა


18 ნოემ - 16 დეკ