ექოსკოპისტი გურჯაანში
თარიღები:
26 ნოემ - 15 დეკ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@gh.ge
მდებარეობა:
გურჯაანი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
რადიოლოგია/რედგენოლოგია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
აღწერა:

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი აცხადებს ვაკანსიას ექოსკოპისტის თანამდებობაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: გურჯაანი, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის გურჯაანის მრავალპროფილური  სამედიცინო ცენტრი.

სამუშაო გრაფიკი:  24 საათიანი მორიგეობა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
  • პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში (პლევრის ღრუები, პერიკარდიუმი,  მუცლის და რეტროპერიტონეული სივრცის ორგანოები, ქალის და მამაკაცის საშარდე და სასქესო ორგანოები, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა მეანობაში, დოპლერი, რბილი ქსოვილებისა  და ფარისებრი ჯირკვლის  ულტრასონოგრაფია)
  • კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა http://gh.ge/ka/application-form/

ან  გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 დეკემბერი  2019 წ.

 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „გურჯაანი - ექოსკოპისტი”.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
ასისტენტ-რენტგენოლოგი

კლინიკა ელიტი


10 დეკ - 08 იან 2020