პირადი ექიმი
თარიღები:
10 ნოემ - 18 ნოემ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@curatio.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ოჯახის ექიმი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
3 - 5 წლამდე
აღწერა:

27-წლიანი გამოცდილების მქონე ამბულატორიული ტიპის კლინიკა „კურაციო“ აცხადებს ვაკანსიას  პირადი ექიმის  პოზიციაზე.

განცხადების ვადა: 01 ნოემბერი- 17 ნოემბერი, 2019

მისამართი:  თბილისი, ო.ლორთქიფანიძის ქ. 31

სამუშაო განკვეთი: სრული, გრაფიკის შესაბამისად, სამუშაო კვირა: ორშაბათი -  შაბათი ან კვირა.

 

საგამანათლებლო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • სახელმწიფო სერტიფიკატი  სპეციალობაში „საოჯახო მედიცინა“ ან „შინაგანი მედიცინა“
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook)
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
  • ინგლისური, რუსული ენები სასურველია
  • მინიმუმ სამწლიანი დამოუკიდებელი სამუშაო გამოცდილება ამბულატორიული ტიპის დაწესებულებაში
  • ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების ცოდნა;

 

უნარ-ჩვევები:

  •  კომუნიკაციის კარგი უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დისციპლინირებულობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტისათვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა ქვეყანაში არსებული და კლინიკის შიდა სამედიცინო გაიდლაინების შესაბამისად;
  • პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო კონსულტირება, მცვავე და ქრონიკული პრობლემების მართვა, პრევენციული ღონისძიებების გატარება, სამედიცინო მომსახურების კოორდინირებისა და უქყვეტობის უზრუნველყოფა;
  • ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის  ელექტრონულად წარმოება კლინიკის პროგრამაში;
  • სადაზღვევო პირობების ცოდნა და გათვალისწინება სამედიცინო მომსახურების ორგანიზებისას;
  • საავადმყოფო ფურცლის , ფორმა - 100/ა -ს წარმოება;
  • კანონმდებლობით მოთხოვნილი სტატისტიკური ფორმების წარმოება;
  • კლინიკის შიდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაში აქტიური მონაწილეობა;
  • კლინიკის იმიჯზე მუდმივად ზრუნვა.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV  შემდეგ მისამართზე- hr@curatio.ge , გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ „პირადი ექიმი“ . მოთხოვნევნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანია მზადაა განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

მსგავსი განცხადებები
ოჯახის ექიმი

სადაზღვევო კომპანია იმედი L


07 ნოემ - 30 ნოემ

პერსონალური ექიმის ასისტენტი

სადაზღვევო კომპანია იმედი L


07 ნოემ - 30 ნოემ