ექოსკოპისტის ასისტენტი
თარიღები:
04 ნოემ - 02 დეკ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr.medconsilium@gmail.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
რადიოლოგია/რედგენოლოგია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
რუსული ინგლისური
აღწერა:

შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“ აცხადებს ვაკანსიას ექოსკოპისტის ასისტენტის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი.

სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, დღის შტატი.

 

ფუნქციები:

  • ექოსკოპისტის ასისტირება კვლევის ჩატარების დროს;
  • კვლევის ჩანაწერების ზუსტად და დროულად მომზადება;
  • კლინიკის მიერ შემუშავებული პოლისებისა და პროტოკოლების შესრულება;
  • თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

 

მოთხოვნები:

  • სამედიცინო განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (სწრაფად ბეჭდვა);
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr.medconsilium@gmail.com არაუგვიანეს 2019 წლის 22 ნოემბრისა. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: „ექოსკოპისტის ასისტენტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მსგავსი განცხადებები
ასისტენტ-რენტგენოლოგი

კლინიკა ელიტი


14 ნოემ - 13 დეკ

გასტრო-ენტეროლოგი / რენტგენო-ლაბორანტი

ინიციო


14 ნოემ - 13 დეკ

მიღება აკრედიტირებულ სარეზიდენტო პროგრამებზე

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი


13 ნოემ - 26 ნოემ

მორიგე რენტგენოლაბორანტი

თბილისი სითი მედიქალ


14 ნოემ - 13 დეკ

რადიოთერაპიის ტექნიკოსი

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი


13 ნოემ - 12 დეკ

რადიოლოგიური კვლევის (ექოსკოპიის) ოპერატორი

დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა


23 ოქტ - 20 ნოემ

რენტგენოლოგი

კუზანოვ დენტი


28 ოქტ - 26 ნოემ