Главная

Полный текст объявления

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ფიზიოლოგიის ლაბორანტის პოზიციაზე. პოზიციის მიზანია ადამიანის ფიზიოლოგიის პრაქტიკული მეცადინეობებისა და ლაბორატორიული საქმიანობის ტექნიკური მხარდაჭერა.

ძირითადი მოვალეობები
  • სილაბუსებისა და განრიგის შესაბამისად პრაქტიკული მეცადინეობებისთვის აღჭურვილობისა და მასალების მომზადება;
  • ლექტორებისა და სტუდენტებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა სასწავლო და კვლევითი საქმიანობისას;
  • აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი, ინვენტარის აღრიცხვა და მარაგების მონიტორინგი;
  • ლაბორატორიული უსაფრთხოების წესების დაცვა და სივრცის სამუშაოდ მზადყოფნის უზრუნველყოფა;
  • საჭიროებებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • საბაზისო სამედიცინო განათლება ან უმაღლესი განათლება ქცევითი და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით;
  • ადამიანის ფიზიოლოგიისა და ლაბორატორიული მუშაობის საფუძვლების ცოდნა;
  • ლაბორატორიული უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა;
  • საოფისე პროგრამებისა და ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • პასუხისმგებლობა და გუნდურად მუშაობის უნარი.

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასწავლო ან კვლევით ლაბორატორიაში მუშაობის, ან სტუდენტების პრაქტიკული სწავლებისა და კვლევის ტექნიკური მხარდაჭერის გამოცდილება.

სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი: ქავთარაძის კამპუსი - ადამიანის სხეულის ლაბორატორია
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო გრაფიკი: 09:00–18:00; საჭიროების შემთხვევაში, ცვლებში ან შაბათ-კვირას მუშაობა

განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@ug.edu.ge
ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: „ფიზიოლოგიის ლაბორანტი“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 დეკემბერი.
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 8000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართელოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესასხებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!

Информация о вакантной должности:

Специализация/специальность:
Медицина Лаборатория
Отрасль / сфера:
Образование Высшее образование
Уровень должности:
Средний уровень
График:
Полная занятость
Форма занятости:
Срочный контракт
Место работы:
На рабочем месте

Требование работодателя:

Опыт желателен:
Специализация/специальность(Обязательно):
Медицина Лаборатория
Отрасль / сфера(Обязательно):
Образование Высшее образование
Уровень должности:
Средний уровень
Уровень(и) образования:
Mагистр, Бакалавр, Доктор
Языки:
Грузинский
Просмотры
Уникальные просмотры