Главная

Полный текст объявления

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

GMP-ისა და ISO 9001-ის სერტიფიცირებული ბიოქიმფარმი ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.

კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www. biochimpharm.ge

ბიოქიმფარმი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ლაბორანტის პოზიციაზე:
ადგილმდებარეობა: საბურთალო, ლევან გოთუას ქ. N3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • კვალიფიციურ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • GMP სტანდარტთან მუშაობის პრაქტიკული ცოდნის მიღებას;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმების შესაძლებლობას;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ლაბორატორიული ნარჩენების გაუვნებელყოფა;
  • ლაბორატორიული ჭურჭლის რეცხვა-სტერილიზაცია;
  • საკვები ნიადაგების მომზადება მიკრობიოლოგიური ლაბორატორიებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
  • სასურველია პრაქტიკული ცოდნა ლაბორატორიული პროცესების;
  • სასურველია ფარმაცევტულ წარმოებაში, ან სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:
  • დროის მართვისა და სამუშაოს განაწილების უნარი;
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობა;

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავალდებულო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე hr@geophage.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

Информация о вакантной должности:

Специализация/специальность:
Медицина Лаборатория
Отрасль / сфера:
Здравоохранение Фармацевтические препараты
Уровень должности:
Начальный уровень
График:
Полная занятость
Форма занятости:
Стажировка
Место работы:
На рабочем месте
Дополнительные преимущества:
Медицинская страховка

Требование работодателя:

Опыт желателен:
Специализация/специальность(Желательно):
Медицина Лаборатория
Отрасль / сфера(Желательно):
Здравоохранение Фармацевтические препараты
Уровень должности:
Начальный уровень
Уровень(и) образования:
Бакалавр, Mагистр, Доктор
Подходит для студентов:
Да
Языки:
Грузинский,Английский
Просмотры
Уникальные просмотры