Full announcement text

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

შპს "ინოვა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "ინოვა" მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც თბილისში 2015 წლის ოქტომბრიდან გაიხსნა და პაციენტებს კომფორტულ სივრცესა და მაღალპროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს. ინოვა დაფუძნდა წამყვანი ექიმებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანაპარტნიორობის შედეგად.

ინფორმაცია თანამდებობაზე:
  • თანამდებობის დასახელება: სტაციონარული განყოფილების უმცროსი მენეჯერი;
  • ანაზღაურება: 1000 ლარი
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 საათიდან 18:00 საათამდე
  • მისამართი: თბილისი, საბურთალო, ზ.ანჯაფარიძის II შესახვევი #6

ძირითადი ფუნქციები:
  • პაციენტების სამედიცინო ისტორიის გახსნა მაქსიმალური სიზუსტით კლინიკის შიდა პროგრამაში (1C პროგრამა) და ქაღალდამატარებლის სახით;
  • პაციენტის მონაცემების გადამოწმება სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
  • პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულებების გაცნობა და გაფორმებული ხელშეკრულებების სისწორის კონტროლი;
  • რეგისტრაციის შემდგომ პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • საგარანტიო წერილების ვალიდურობის გადამოწმება;
  • პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება მომსახურების ღირებულებასა და თანაგადახდის თაობაზე და გადახდის უზრუნველყოფა;
  • დღის განმავლობაში მიღებული საგარანტიო წერილების (პროცედურის თანახმად) გადამისამართება ანგარიშგების მენეჯერთან;
  • დღის განმავლობაში მიღებული თანხის, ჩეკებისა და რეპორტის მიწოდება ბუღალტერიის დეპარტამენთან;
  • სალარო აპარატთან მუშაობა და პაციენტების მიერ გადახდილი თანხების კონტროლი;
  • პაციენტების მომსახურება სერვის პლიუსით განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დაცვით;
  • კომპენტანციის ფარგლებში სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • უმაღლესი განათლება-სასურველია ჯანდაცვის მენეჯმენტის ან მედიცინის მიმართულებით;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 (ექვს) თვიანი გამოცდილება.
  • დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ
ბმულს: https://hel-ai.com/apply/0USJwoUd
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Medical Other
Industry / Field:
Health Care Hospital & Health Care
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site
Salary:
Fixed 1000

Employer requirement:

Experience is desired:
from 0 to 1 year
Specialization/Specialty(Desired):
Medical Other
Industry / Field(Desired):
Health Care Hospital & Health Care
Seniority level:
Mid-Level
Education level(s):
Bachelor, Master, Doctor
Languages:
English,Russian,Georgian
Views
Unique views