Today - 21 Aug
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Medical
Therapy, Other - Industry / Field: Finance
Insurance - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Part-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):Medical
Therapy, Other - Industry / Field(Mandatory):Finance
Insurance - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- თითოეული დაზღვეული პირისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა ქვეყანაში არსებული სამედიცინო გაიდლაინებისა და სადაზღვევო პირობების გათვალისწინებით;
- დაზღვეულთა პირველადი გასინჯვა, შესაბამისი დანიშნულების მიცემა, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევებისა და სხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაციის საჭიროების განსაზღვრა, მიმართვების გაცემა დიაგნოზთან და ხელშეკრულების პირობასთან შესაბამისობაში. დანიშნული მედიკამენტების საგარანტიო ბლანკზე გადატანა;
- სპეციალისტის მიერ განსაზღვრული ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევების შესაბამისობის დადგენა (ხელშეკრულების პირობებთან და დიაგნოზთან) და საჭიროების შემთხვევაში მიმართვის გაცემა;
- სამედიცინო ისტორიის წარმოება;
- დაზღვეულისთვის ხელშეკრულების პირობების, გამონაკლისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უარის ახსნის მიზნით; საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან გადამისამართება;
- დაზღვეულისთვის ჩასატარებელი გამოკვლევების, მკურნალობის, მათი ხარისხისა და მიზანშეწონილობის კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში დაზღვეული პირებისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის (ავადობის ფურცლის (ბიულეტინი), ფორმა IV- 100/ა -ს/დანიშნულების ფურცლის) შექმნა/წარმოება.
- დაავადების მიმდინარეობის მეთვალყურეობისა და განსაზღვრული პერიოდულობით/ საჭიროებისამებრ პაციენტებთან სატელეფონო დაკავშირება/მოკითხვა.
- გარკვეული პერიოდულობითა და მოთხოვნილი ფორმით ანგარიშგება კოორდინატორებთან/ უშუალო ხელმძღანელთან.
რას ვითხოვთ:
- უმაღლეს განათლებას მედიცინის განხრით (საექიმო სპეციალობა: თერაპია ან პედიატრია);
- ოჯახის ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობას;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას (Microsoft Office: Word, Excel, Outlook);
- ქართული ენის სრულყოფილ ცოდნას;
- სამწლიან სამუშაო გამოცდილებას კლინიკაში, მათ შორის ერთწლიან სამუშაო გამოცდილებას სადაზღვევო კომპანიაში;
- ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების ცოდნას;
- დაზღვევის საფუძვლების ცოდნას (განსაკუთრებით ჯანმრთელობის მიმართულებით);
- მაღალ პასუხისმგებლობას და საქმისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარს;
- დეტალებსა და შედეგებზე ორიენტაციას;
- კომუნიკაბელურობას და გამართულად მეტყველების უნარს;
- გუნდური მუშაობის უნარს;
- მაღალ ორგანიზაციულ კულტურას;
- გადაწყვეტილების მიღების უნარს;
- შესრულების სიზუსტეს და სისწრაფეს;
- კეთილგანწყობას და თავაზიანი მოპყრობის უნარს;
- აქტიური მოსმენის უნარს.
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/FAJqY
გისურვებთ წარმატებას!
Apply (On another website)
Medical
Therapy,
Other
Views
Unique views
