Next
29 Jun - 28 Jul
Standard
School Psychologist
Tbilisi, Didi Digomi
Application information
Email: info@tis.edu.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Science / Education
Other Medical Psychology - Industry / Field: Education
Primary/Secondary Education - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 1 year
- Specialization/Specialty(Mandatory):Science / Education
Other MedicalPsychology - Industry / Field(Mandatory):Education
Primary/Secondary Education - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს თბილისის საერთაშორისო სკოლა (Tbilisi International School) აცხდებს ვაკანსიას სკოლის ფსიქოლოგის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი,ზურგოვანი,თავისუფლების ქუჩა 10
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი 09:-17:00
დასვენების დღეები:შაბათ-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები.
ძირითადი მოვალეობები:
კვლევა, ანალიზი და აკადემიური მხარდაჭერა:
ინკლუზიური განათლება და მრავალფეროვნება:
თანამშრომლობა და სასკოლო კლიმატი:
ადმინისტრაციული ფუნქციები და ანგარიშგება:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ჩვენ გთავაზობთ:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: info@tis.edu.ge.
სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „სკოლის ფსიქოლოგი“.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31.07.2026
შენიშვნა: შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის კონკურსისთვის.
ადგილმდებარეობა: თბილისი,ზურგოვანი,თავისუფლების ქუჩა 10
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი 09:-17:00
დასვენების დღეები:შაბათ-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები.
ძირითადი მოვალეობები:
- მოსწავლეთა მხარდაჭერა და ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობა:
- ბავშვების მენტალური ჯანმრთელობის, სწავლისა და ქცევის შემოწმება/შეფასება აკადემიური, სოციალური და ემოციური წარმატების ხელშესაწყობად;
- მოზარდთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობის, სასწავლო მოტივაციის ამაღლების, თანატოლთა შორის თვითდამკვიდრებისა და სკოლასთან ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;
- ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების ჩატარება მოსწავლეებისათვის პოზიტიური ქცევის გაუმჯობესების მიზნით (ბრაზის მართვა, პრობლემის აღიარება, კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრა);
- ქცევაში დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა და შესაბამისი ფსიქოლოგიური რეკომენდაციების გაცემა.
კვლევა, ანალიზი და აკადემიური მხარდაჭერა:
- მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დაბალი მოსწრების მიზეზების გარკვევა და სათანადო ჩარევის სქემის დაგეგმვა;
- პედაგოგიური ფსიქოლოგიის თეორიის, განათლების პოლიტიკის საკითხებისა და სკოლის კულტურის სისტემური ანალიზის საფუძველზე სწავლის სირთულეების კვლევა;
- ფსიქოლოგიური კვლევების წარმოება სასკოლო ფსიქოლოგიური კლიმატისა და მოსწავლეთა ურთიერთდამოკიდებულებების შესასწავლად.
ინკლუზიური განათლება და მრავალფეროვნება:
- განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეების იდენტიფიცირება და მათი მხარდაჭერა;
- კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) შედგენაში;
- ინსტრუქციების შემუშავება სასწავლო პროცესის მრავალფეროვან ჯგუფებზე მოსარგებად.
თანამშრომლობა და სასკოლო კლიმატი:
- მჭიდრო და ძლიერი კავშირის ჩამოყალიბება ოჯახსა და სკოლას (ადმინისტრაცია, მასწავლებლები, სხვა პროფესიონალები) შორის;
- მშობლების ინფორმირება შვილების სწავლებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებზე, მათგან უკუკავშირის მიღება და ერთობლივი სტრატეგიების დაგეგმვა;
- მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ხელშეწყობა საჭირო უნარების განსავითარებლად;
- დაცული, პოზიტიური სასკოლო კლიმატის შექმნაში მონაწილეობა, ბულინგისა და ძალადობის სხვა ფორმების პრევენციის უზრუნველყოფა.
ადმინისტრაციული ფუნქციები და ანგარიშგება:
- სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა უფლებამოსილების ფარგლებში წლიური სამუშაო გეგმის შემუშავება;
- სასწავლო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა სკოლის დირექტორისთვის;
- სკოლის დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (უპირატესობად ჩაითვლება მაგისტრის ხარისხი ბავშვთა, სასკოლო ან განათლების ფსიქოლოგიაში);
- სასკოლო გარემოში ან ბავშვებთან/მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
- ინკლუზიური განათლების პრინციპებისა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) შემუშავების პროცესის ცოდნა;
- საერთაშორისო სასკოლო გარემოს გათვალისწინებით, სასურველია ინგლისური ენის ფლობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, კრიზისული სიტუაციების მართვის, ემპათიისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას თანამედროვე, საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოში;
- მხარდამჭერ და გუნდურ ორგანიზაციულ კულტურას;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით).
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: info@tis.edu.ge.
სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „სკოლის ფსიქოლოგი“.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31.07.2026
შენიშვნა: შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის კონკურსისთვის.
Science / Education
Other
Medical
Psychology
Views
Unique views