ტრანსმშენი

ინდუსტრია: მშენებლობა
ვებ–საიტი: transmsheni.ge/

სააქციო საზოგადოება ,,ტრანსმშენი’’ ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც დაფუძნებულია 1929 წელს ამიერკავკასიის რეგიონში სატრანსპორტო და მათ შორის სარკინიგზო მაგისტრალების, განშტოებების და მისასვლელი გზების მშენებლობის მიზნით. საქმიანობის ძირითად პროფილს წარმოადგენს სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა.

,,ტრანსმშენმა’’ არსებობის პერიოდში მრავალი უნიკალური პროექტის მშენებლობა და რეკონსტრუქცია განახორციელა, მონაწილებას იღებდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროგრამაში, ასევე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პროექტებში.

,,ტრანსმშენის’’ წარმატებას 1929 წლიდან ქმნის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი, პროფესიონალთა გუნდი, ზოგიერთმა მათგანმა  კარიერა კომპანიაში 70-იანი წლებიდან დაიწყო. ძველ თაობასთან ერთად ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანური რესურსები ქმნის კომპანიის ახალ მომავალს, შესაბამისად კომპანია ორიენტირებულია ახალი, ძლიერი კადრების მოზიდვაზე.