COOP Georgia

ელ. ფოსტა: recycling@coop.ge

Coop Georgia დაარსეს თბილისის მაცხოვრებლებმა 2012 წელს. ეს იყო პრეცედენტი, როცა ადამიანებმა ყოველგვარი წინაპირობისა და რესურსის გარეშე თბილისში შექმნეს ნარჩენების გადამუშავების სისტემა, რომელიც ამჟამად ემსახურება 50 ბიზნესცენტრს, ორგანიზაციასა და სკოლას. ორგანიზაციის მიზანია განავითაროს ნარჩენების გადამუშავების სერვისი და ამით გააუმჯობესოს გარემო საქართველოში. როგორც სოციალური წამოწყება, Coop Georgia არ არის ორიენტირებული მოგებაზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ ნარჩენების გადამუშავების მყარი მოდელი და, შესაბამისად, ყოველი მოგება რეინვესტირდება გარემოსდაცვით საქმიანობებში.