კურორტი საირმე

ვებ–საიტი: http://sairme.com.ge/

სამკურნალო კურორტი საირმე მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე. ეს ადგილი გამოირჩევა უნიკალური მდებარეობით, სამკურნალო, მინერალური და თერმული წყლების მდიდარი საბადოებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით და  ულამაზესი ბუნებით.კურორტზე მოქმედებს 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო „საირმე“, რომელიც შესაბამისი კლასიფიკაციით მსოფლიო სტანდარტებს პასუხობს.   სასტუმრო 150 ნომრისგან შედგება და გათვლილია 390 დეამსვენებელზე. ნომრები კომფორტული და მყუდროა, აღჭურვილია   პლაზმური ტელევიზორით, მინიბარით, სწრაფი ინტერნეტითა და თანამედროვე აქსესუარებით, რაც სასტუმროს ინტერიერს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.  ტერიტორიაზე მოწყობილია სპეციალური ბიუვეტები, სადაც დამსვენებელს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს საირმის უნიკალური თვისებების მქონე მინერალური წყალი. სასტუმრო კომპლექს 24 საათის განმავლობაში ემსახურება გამოცდილი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.

კომპანია გამოქვეყნებული ბოლო ვადა
ექთანი საირმეში კურორტი საირმე 10 ნოემ 04 დეკ
ლაბორანტი საირმეში კურორტი საირმე 10 ნოემ 04 დეკ