ფარმასი ჯორჯია

ინდუსტრია: სილამაზე / ესთეტიკური მედიცინა
თანამშრომელთა რაოდენობა: 10 - 50
ვებ–საიტი: www.farmasi.ge
ელ. ფოსტა: info@farmasi.ge

FARMASI არის საერთაშორისო ლიდერი ქსელური MLM(Multi Level Marketing სისტემა) გაყიდვების ინდუსტრიაში DR. C. TUNA-ს სამკურნალო ხაზით, დეკორატიული კოსმეტიკის, კანის მოვლის, პირადი და ჰიგიენური საშუალებების, ბიო-საოჯახო საშუალებების და საკვები დანამატების წარმოების სფეროში. ჩვენ ყველაზე მეტად ვართ ცნობილი ჩვენი ერთგულებით სუფთა და უსაფრთხო სილამაზის სტანდარტებისადმი. უაღრესად კონკურენტუნარიანი კომპენსაციის გეგმით, FARMASI გთავაზობთ უნიკალურ ბიზნეს შესაძლებლობას, სადაც ახალბედა მიზანდასახულ ადამიანებს შეუძლიათ შეუერთდნენ ჩვენს ოთხ მილიონზე მეტ Beauty Influencers-ის(წარმომადგენლის) საზოგადოებას მთელ მსოფლიოში და გაყიდონ პროდუქტები მზარდი შემოსავლის მისაღებად.

დღეს უკვე მსოფლიოს 25 ქვეყანაში FARMASI არის პირდაპირი გაყიდვების ერთ- ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია და აგრძელებს გლობალური აღიარების მოპოვებას. DR. C. TUNA-ს სამკურნალო, დეკორატიული კოსმეტიკის, კანის მოვლის, პირადი და ჰიგიენური საშუალებების, ბიო-საოჯახო საშუალებების და Nutriplus საკვები დანამატების წარმოების ხაზით FARMASI მალე ქარიშხალივით მოედება მთელ სამყაროს.

კომპანიის დამაარსებელია ბაატონი DR.C. Tuna, მან გერმანიაში გოეთეს უნივერსიტეტში დაამთავრა სამედიცინო ფაკულტეტი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი 1950-იანი წლების დასაწყისში დააარსა კომპანია, იმ დროისთვის ექიმმა ჯევდეთ ტუნამ ხველის სიროფების, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების და სამასაჟე კრემების წარმოება დაიწყო. ამჟამად კომპანია აწარმოებს 2000-ზე მეტი დასახელების პროდუქტს ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან. FARMASI ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს 125 ქვეყანაში 5 კონტინენტზე. მსოფლიოს მასშტაბით მას ჰყავს 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი და აქვს 50000-ზე მეტი გაყიდვის პუნქტი. 2010 წლიდან FARMASI-მა შეცვალა გაყიდვის გზა და შექმნა საკუთარი Multi Level Marketing სისტემა, რომელიც ეფუძნება თურქულ ბიზნეს გამოცდილებას. ეს ნაბიჯი გახდა FARMASI-ს პროდუქციის გაყიდვის დინამიური დასაწყისი. ამჟამად FARMASI-ს პროდუქციის გაყიდვები ძალიან მაღალი ტემპით იზრდება. FARMASI წარმოებისთვის იყენებს უახლეს გლობალურ ტენდენციებს და ნანო ტექნოლოგიებს საკუთარ ქარხნებში და ავითარებს ახალ პროდუქტებს საკუთარ ლაბორატორიებში.