კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
თარიღები:
02 აგვ - 23 აგვ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@gh.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
გაყიდვები 
ქვეკატეგორიები:
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის მარნეულის, გარდაბნისა და ბაღდათის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრები;

 

 

ფუნქცია-მოვალეობები

  • სათაო ოფისის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული მომსახურების სტანდარტების სამედიცინო ცენტრში დანერგვის უზრუნველყოფა. დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება/ განხორციელების ორგანიზება;
  • მომსახურების სტანდარტების დაცვის მიმდინარე მონიტორინგი და კონტროლი;
  • მომხმარებელთა არაადეკვატური მომსახურების ყველა შემთხვევის გამოვლენა და სათაო ოფისის დროული ინფორმირება;
  • რიგების მოწესრიგება და პაციენტების (პაციენტების თანმხლები პირების) დაკვალიანება, მათი ინფორმირება კომპეტენციის ფარგლებში;
  • მომსახურების სტანდარტების დარღვევის ფაქტების აღრიცხვა, მიზეზებში გარკვევა და სათაო ოფისის ინფორმირება;
  • პაციენტების უკმაყოფილების ფაქტების აღრიცხვა და სათაო ოფისის დროული ინფორმირება;
  • მოლარე-რეგისტრატორების კონტროლი, მომსახურების ხარისხის კუთხით (სერვის +);
  • პაციენტებთან კონფლიქტური და პრობლემური სიტუაციების მართვა;
  • სათაო ოფისში წარსადგენი ყოველკვირეული ანგარიშების მომზადება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე, ჯანდაცვის ან სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილებას
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა 
  • რუსული ენის ცოდნა სასურველია
  • გამართულად მეტყველების და წერილობითი გადმოცემის სათანადო უნარი
  • სწრაფი ათვისების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, სისხარტე და ოპერატიულობა,  გუნდური მუშაობის, კომუნიკაბელურობის და დაძაბულ სიტუაციაში დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა http://gh.ge/ka/application-form/

ან  გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 23 აგვისტო 2019 წ.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მარნეულის/ან გარდაბნის/ან ბაღდათის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი - კლიენტთა მომსახურების მენეჯერი“

გისურვებთ წარმატებას!