თარიღები:
30 ივლ - 24 აგვ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@benefits.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
გაყიდვები 
ქვეკატეგორიები:
გაყიდვების მენეჯერი კორპორატიული კლიენტები (B2B)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ არის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG) ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. „Global Benefits Group” ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

 

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაგლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
 

განცხადების ვადა: 24 აგვისტო, 2019

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური/ახალი კლიენტების მოძიება და მუდმივი უკუკავშირი მათთან მათი კმაყოფილების უზრუნველყოფის მიზნით;
  • პოტენციურ/ახალ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და მათთვის პროდუქტების პრეზენტაცია;
  • არსებულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი (CRM – Customer Relationship Management) ახალი/დამატებითი პროდუქტების შეთავაზების მიზნით;
  • „ანდერაიტინგის“ სამსახურთან მუდმივი კომუნიკაცია შეთავაზების პირობების სინქრონიზაციის მიზნით;
  • საჭიროებისამებრ პრობლემური შემთხვევების განხილვა და დროული აღმოფხვრა;
  • საკუთარი საქმიანობის რეგულარული რეპორტინგი; 
  • საჭიროებისამებრ კომპანიის დამატებითი მოთხოვნების შესრულება;
  • კომპანიაში მოქმედი სტანდარტების, წესების, პოლიტიკების, ინსტრუქციების და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების საფუძვლიანი ცოდნა;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სადაზღვევო ბიზნესში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ფლობა (მინიმალური B2 დონე);
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office);

     

პიროვნული უნარები:

  • გაყიდვების ტექნიკის გამოყენების ცოდნა და გამოყენების უნარი
  • გამართული მეტყველება და აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი
  • ახალ გარემოში ადაპტაციის უნარი
  • სტრესულ სიტუაციებში მოშაობის უნარი
  • ეფექტური პრეზენტაციების, მოლაპარაკებების გამართვის უნარი
  • მიზანდასახულობა
  • სტრესგამძლეობა
  • მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტაცია
  • დარწმუნების და სასურველი შედეგის მიღწევის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • სწავლისა და განვითარების სურვილი
  • გუნდურობა



თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაგაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი

თბილისი მედიკ


09 აგვ - 06 სექ

გაყიდვების მენეჯერი

Beauty Magazine


09 აგვ - 07 სექ