თარიღები:
30 ივლ - 26 აგვ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@benefits.ge
მდებარეობა:
ქუთაისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ქართული
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
3 - 5 წლამდე
აღწერა:

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ არის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG) ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. „Global Benefits Group” ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას  პირადი ექიმის თანამდებობაზე ქ. ქუთაისში. პირადი ექიმი ანგარიშვალდებულია სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და პროვაიდერული ზარალების მართვის განყოფილების უფროსის წინაშე.
 

განცხადების ვადა: 30 ივლისი - 26 აგვისტო, 2019

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

ელ. ფოსტა: hr@benefits.ge

სამუშაო განკვეთი: სრული, სამუშაო კვირა: ორშაბათი - პარასკევი, შაბათი - განრიგი ლოკაციის მიხედვით; სამუშაო ადგილი - ქ. ქუთაისი

ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მედიცინის განხრით (საექიმო სპეციალობა: თერაპია ან პედიატრია)
  • ოჯახის ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook)
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
  • სამწლიანი სამუშაო გამოცდილება კლინიკაში, ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო კომპანიაში;
  • ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების ცოდნა;
  • დაზღვევის საფუძვლების ცოდნა (განსაკუთრებით ჯანმრთელობის მიმართულებით);



უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული
  • კომუნიკაბელურობა და გამართულად მეტყველების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მაღალი ორგანიზაციული კულტურა
  • დისციპლინირებულობა და საიმედობა
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • შესრულების სიზუსტე და სისწრაფე
  • კეთილგანწყობა და თავაზიანი მოპყრობის უნარი
  • აქტიური მოსმენის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

  • თითოეული დაზღვეული პირისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა ქვეყანაში არსებული სამედიცინო გაიდლაინებისა და სადაზღვევო პირობების გათვალისწინებით;
  • დაზღვეულთა პირველადი გასინჯვა, შესაბამისი დანიშნულების მიცემა, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევებისა და სხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაციის საჭიროების განსაზღვრა, მიმართვების გაცემა დიაგნოზთან და ხელსეკრულების პირობასთან შესაბამისობაში. დანიშნული მედიკამენტების საგარანტიო ბლანკზე გადატანა;
  • სპეციალისტის მიერ განსაზღვრული ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევების შესაბამისობის დადგენა (ხელშეკრულების პირობებთან და დიაგნოზთან) და საჭიროების შემთხვევაში მიმართვის გაცემა;
  • სამედიცინო ისტორიია წარმოება;
  • დაზღვეულისთვის ხელშეკრულების პირობების, გამონაკლისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უარის ახსნის მიზნით; საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან გადამისამართება;
  • დაზღვეულისთვის ჩასატარებელი გამოკვლევების, მკურნალობის, მათი ხარისხისა და მიზანშეწონილობის კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში დაზღვეული პირებისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის (ავადობის ფურცლის (ბიულეტინი), ფორმა IV- 100/ა -ს/დანიშნულების ფურცლის) შექმნა/წარმოება.
  • დაავადების მიმდინარეობის მეთვალყურეობისა და განსაზღვრული პერიოდულობით/ საჭიროებისამებრ პაციენტებთან სატელეფონო დაკავშირება/მოკითხვა.
  • გარკვეული პერიოდულობითა და მოთხოვნილი ფორმით ანგარიშგება კოორდინატორებთან/ უშუალო ხელმძღანელთან;
  • კორპორატიული ელექტრონული ფოსტის (მეილის) შემოწმება და უკუკავშირი.



შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად:

  • I ეტაპი - რეზიუმეების პირველადი გადარჩევა, რაც გულისხმობს კანდიდატის მონაცემების შესაბამისობის დადგენას ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან;
  • II ეტაპი - შერჩეულ აპლიკანტებთან ჩატარდება გასაუბრება


 

შერჩევის II ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც პირველადი სკრინინგის (აპლიკაციების გადარჩევა) შედეგად დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;

მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;

ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;

პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება და სამუშაო ადგილი, წინაამღდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!

 

მსგავსი განცხადებები
Nurse in Shifts

ამერიკული სამედიცინო ცენტრები


07 აგვ - 05 სექ

Product Manager

ფარმაცევტული კომპანია NOBEL


01 აგვ - 30 აგვ

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების/ემერჯენსის განყოფილების დღის ექიმი

სამკურნალო სადიაგნოსტიკო ცენტრი სამგორი მედი


26 ივლ - 24 აგვ

დასაქმება მომავალი რეაბილიტოგებისთვის

მასაჟისტ-რეაბილიტოლოგთა დახელოვნების ცენტრი


15 აგვ - 13 სექ

ექიმი ტრანსფუზიოლოგი

სამედიცინო დაწესებულება


26 ივლ - 24 აგვ

ექიმის ასისტენტი თბილისსა და ბათუმში

სტომატოლოგიური კლინიკა ინდიგო


31 ივლ - 29 აგვ

კბილის ტექნიკოსი

სტომატოლოგიური კლინიკა ინდიგო


31 ივლ - 28 აგვ