კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თარიღები:
13 ივნ - 29 ივნ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@imediL.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
დაზღვევა 
ქვეკატეგორიები:
დაზღვევა (ზოგადი) კორპორაციული გაყიდვები (დაზღვევა)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

სადაზღვევო კომპანია იმედი L აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • სადაზღვევო ბაზრის კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება;
  • პოტენციური იურიდიული კლიენტების ბაზის შექმნა და მუდმივი განვითარება;
  • შეხვედრების დაგეგმვა და კომპანიის მომსახურების შეთავაზება;
  • კლიენტებისათვის კონსულტაციების გაწევა სხვადასხვა ტიპის სადაზღვევო მომსახურების მისაღებად;
  • კლიენტებისაგან სადაზღვევო ურთიერთობის გასაფორმებლად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა და დოკუმენტაციის დროულად მომზადება;
  • არსებულ კლიენტებთან მუდმივი ურთიერთობა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია გაყიდვებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.


აუცილებელი უნარები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესული სიტუაციების მიმართ გამძლე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.



ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ივნისი, 2019 წელი.


სადაზღვევო კომპანია “იმედი L” მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.


სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მსგავსი განცხადებები
პროექტის მენეჯერი 1

HH Recruitment


13 ივნ - 17 ივნ

ქოლ-ცენტრის დღის ოპერატორი

სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია


11 ივნ - 25 ივნ