ქოლ ცენტრის ოპერატორი/ღამის ცვლა
თარიღები:
13 ივნ - 27 ივნ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@euroins.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ადმინისტრაცია 
ქვეკატეგორიები:
ქოლ ცენტრის ოპერატორი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
ერთ წელზე ნაკლები
აღწერა:

სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სრულ განაკვეთზე მომუშავე ქოლ ცენტრის (ღამის) ოპერატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
  • სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • საინფორმაციო სატელეფონო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:

  • დაზღვეულთა სატელეფონო მომსახურება კონტრაქტის პირობების შესაბამისად;
  • დაზღვეულთა ბაზაში მომხმარებლის იდენტიფიცირება და მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა პროგრამულ უზრუნველყოფაში;
  • მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდება.

პიროვნული მახასიათებლები

  • კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი და არაკონფლიქტურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – ქოლ ცენტრის ღამის ოპერატორი - ლათინური შრიფტით. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადები მიიღება 2019 წლის 27 ივნისამდე.

მსგავსი განცხადებები
ქოლ-ცენტრის დღის ოპერატორი

სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია


11 ივნ - 25 ივნ

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

კურაციო


06 ივნ - 05 ივლ