ჟურნალისტი/სტაჟიორი
Beauty Magazine
თარიღები:
28 მაის - 26 ივნ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: newsroom@beautymagazine.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ხელოვნება/მედია 
ქვეკატეგორიები:
ჟურნალისტი
დასაქმების ფორმა:
სტაჟირება
ენები:
ქართული ინგლისური რუსული
აღწერა:

ინტერნეტ გამოცემა Beauty Magazine ჟურნალისტის პოზიციაზე აცხადებს სტაჟირების პროგრამას, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით. www.beautymagazine.ge აერთიანებს ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიც არის ჯანმრთელობა, სილამაზე და თავის მოვლა, მოგზაურობა, ჰოროსკოპი, ურთიერთობები და ა.შ.

Beauty Magazine აცხადებს 3 თვიან (არაანაზღაურებად) სტაჟირების პოგრამას ჟურნალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • საჭირო ინფორმაციის მოპოვება
  • მასალების თარგმნა ინგლისურიდან/რუსულიდან ქართულად
  • რესპოდენტებთან ურთიერთობა
  • სტატიების/ინტერვიუების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია კანდიდატი იყოს ჟურნალისტიკის ან ფილოლოგიის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • აუცილებელია წერდეს და მეტყველებდეს გამართულად (ქართულად)
  • აუცილებელია ინგლისური და რუსულიენების ცოდნა
  • სასურველია სტატიების/ინტერვიუების წერის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისგებლობის გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
  • შემოქმედებითი ხედვა
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
  • კომუნიკაბელურობა და ცნობისმოყვარეობა
  • ანალიტიკური აზროვნება

კანდიდატის შერჩევა:

კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს რეზიუმე ფოტოსთან ერთად და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე newsroom@beautymagazine.ge 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრებისა და დავალების წარმატებით შესრულების საფუძველზე. სტაჟირების დასრულების შემდეგ გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი, წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან რედაქციაში.