უფროსი ექთანი ზესტაფონში
თარიღები:
24 მაის - 22 ივნ
მდებარეობა:
ზესტაფონი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
მედდა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
აღწერა:

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი აცხადებს ვაკანსიას უფროსი ექთნის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზესტაფონი, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრი

სამუშაო გრაფიკი:

ფუნქცია-მოვალეობები

  • დაქვემდებარებულ პერსონალის საქმიანობის უშუალო კოორდინირება და კონტროლი. შესასრულებელი სამუშაოს რაციონალურად გადანაწილება, სათანადოდ და დროულად შესრულების კონტროლი;
  • დაქვემდებარებული პერსონალისთვის პაციენტის მოვლის, ჰიგიენური, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების გაცნობა, ინსტრუქტირება და დაცვის მონიტორინგი. გამოვლენილ პრობლემებსა და შეუსაბამობებზე მაკორექტირებელი ქმედებების დაგეგმვა, უშუალო უფროსთან შესათანხმებლად წარდგენა და განხორციელების კოორდინირება/კონტროლი;
  • ანამნეზის შეკრება, პაციენტის მდგომარეობის ამსახველი ძირითადი მაჩვენებლების კონტროლი;
  • გამოყენებული მედიკამენტების, სითხეების, მასალების და სხვა საშუალებების ხარჯვის აღრიცხვის და მის კომპეტენციაში შემავალი სამედიცინო/ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
  • დაქვემდებარებული პერსონალის მიერ მათ კომპეტენციაში შემავალი დოკუმენტაციის სათანადოდ წარმოების კონტროლი;
  • ამბულატორიულ დაწესებულებაში მიმდინარე სამედიცინო საქმიანობის კანონმდებლობით მოთხოვნილი სტანდარტების შესრულება და კონტროლი საექთნო კუთხით;
  • სამედიცინო მოხმარების საგნების, მედიკამენტების, სახარჯი მასალების და სხვა საშუალებების მარაგების შექმნა/განახლება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო სამედიცინო განათლება
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • პრევენციული, სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და სარეაბილიტაციო საექთნო სამედიცინო მომსახურების მაღალი პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა http://gh.ge/ka/application-form/ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24 მაისი, 2019 წელი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ზესტაფონი - ამბულატორიული ცენტრის უფროსი ექთანი“

გისურვებთ წარმატებას!

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექთანი

გაგუას კლინიკა


05 ივნ - 03 ივლ

ექთანი

თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკა


30 მაის - 28 ივნ

ექთანი თბილისსა და ბათუმში

სტომატოლოგიური კლინიკა ინდიგო


20 მაის - 18 ივნ

ექთანი თელავში

თელავის სამშობიარო სახლი


05 ივნ - 04 ივლ

ექთანი-ფლებოტომისტი

კურაციო


21 მაის - 19 ივნ

ექთან-ფლებოტომისტი

ვისტამედი


10 ივნ - 08 ივლ

ექთნის თანაშემწე

თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკა


30 მაის - 28 ივნ