სამედიცინო ზარალების მართვის ანალიტიკოსი
თარიღები:
13 მაის - 31 მაის
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@imediL.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
დაზღვევა 
ქვეკატეგორიები:
დაზღვევა (ზოგადი)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
გამოცდილება:
2 - 3 წლამდე
აღწერა:

სადაზღვევო კომპანია იმედი L აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების მართვის ანალიტიკოსის თანამდებობაზე თერაპიის, პედიატრიისა და კარდიოლოგიის მიმართულებით.

 

სამუშაო საათები:  ორშაბათი -პარასკევი 09:00-18:00



ძირითადი მოვალეობები:

  • სადაზღვევო შემთხვევების მართვა შესაბამისი სამედიცინო მიმართულების ფარგლებში;
  • დაზღვეული პაციენტების ზარალების განხილვა, მათი რეგულირება და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის დადგენა;
  • პროვაიდერი კლინიკებისგან მიღებული შესრულებული სამუშაოს ანალიზი;
  • დაზღვეულისთვის ასანაზღაურებელი თანხის საფუძვლიანობის განსაზღვრა;
  • დამუშავებული ინფორმაციის პროგრამული ასახვა;
  • პერიოდული ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისათვის.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება შესაბამისი მიმართულებით (რეზიდენტურასთან/მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი);
  • მსგავს სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.

 

აუცილებელი უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
  • სტრესული სიტუაციების მიმართ გამძლე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge  ;  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 მაისი, 2019 წელი.

სადაზღვევო კომპანია  “იმედი L”  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

 

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მსგავსი განცხადებები
ანაზღაურების მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია


17 მაის - 03 ივნ

ზარალების მართვის სატელეფონო კონსულტანტი

სადაზღვევო კომპანია იმედი L


30 აპრ - 29 მაის

ქოლ-ცენტრის დღის ოპერატორი

სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია


13 მაის - 27 მაის