თარიღები:
06 მაის - 04 ივნ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: walmarkgeo@gmail.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
გაყიდვები  სამედიცინო  TOP მენეჯმენტი 
ქვეკატეგორიები:
გაყიდვების მენეჯერი სხვა (სამედიცინო) რეგიონის/ქვეყნის მენეჯერი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

ევროპული ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკი“ აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის თანამდებობაზე.

 


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • პედიატრიული მიმართულებით, ჯგუფის ხელმძღვანელის ან რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უცხოენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული უნარები:

  • ლიდერული თვისებები;
  • პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
  • პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების  მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა; გუნდის მართვის უნარი;
  • სტრატეგიული ხედვა , დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი;
  • სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • გუნდის მართვა, გაყიდვების სტიმულირება, მოტივირება, კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
  • ორმაგი და ინდივიდუალური  ვიზიტების დაგეგმვა და შესრულება;
  • შუალედურ მომხმარებლებთან მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობის აწყობა; ახალი კლიენტების მოძიება;
  • პორტფოლიოში არსებულ პროდუქტებზე სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და შესრულება გაყიდვების პერსონალთან ერთად;
  • რეგულარული რეპორტინგი ზემდგომ პირებთან მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.
  • ფარმაცევტულ სფეროში კომპანიის ცნობადობის ზრდის უზრუნველყოფა.

 

სამუშაო პირობები:

  • საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
  • გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ კანდიდატს ვთავაზობთ ზრდად ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას;
  • სატრანსპორტო ხარჯები და სოციალური პაკეტი - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა.

 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილებიან მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება), მისამართზე: walmarkgeo@gmail.com გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მსგავსი განცხადებები
ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გურჯაანში

ჯეო ჰოსპიტალს


24 მაის - 22 ივნ

ახალშობილთა რეანიმაციის ექთანი მარნეულში

ჯეო ჰოსპიტალს


23 მაის - 06 ივნ

დღის უმცროსი ექიმი / დღის ნევროლოგი

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო


06 მაის - 04 ივნ

ექთანი-ფლებოტომისტი

კურაციო


21 მაის - 19 ივნ

ექიმი რეანიმატოლოგი

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი


30 აპრ - 29 მაის

ექიმი ტრანსფუზიოლოგი

მე-5 კლინიკური საავადმყოფო


17 მაის - 15 ივნ

ექიმი ჰემატოლოგი

გერმანული ჰოსპიტალი


23 მაის - 20 ივნ