აფთიაქის გამგე
სამედიცინო დაწესებულება
თარიღები:
17 მარ - 10 აპრ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@vivomedical.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ფარმაცია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
მაგისტრი
გამოცდილება:
3 - 5 წლამდე
აღწერა:

სამედიცინო დაწესებულება  აცხადებს ვაკანსიას აფთიაქის გამგის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი  10:00 – 18:00;

 

ამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ.# 5

განათლება: მაგისტრი ან მაგისტრთან გათანბრებული ხარისხი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის მარაგების აღრიცხვა და კონტროლი;
  • შესყიდვების განყოფილებასთან ეფექტური კოორდინაცია მარაგების დროულად და შეუფერხებლად შევსების მიზნით;
  • სხვადასხვა განყოფილების მოთხოვნილი მედიკამენტებითა და სამედიცინო მასალით უზრუნველყოფა.
  • მარაგების გონივრული გადანაწილება;
  • ფარმაცევტული კომპანიებიდან ნარკოტიკული საშუალებების გამოტანა უფლებამოსილების ფარგლებში და თანმდევი დოკუმენტაციის მოწესრიგების უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
  • ყოველთვიურად გეგმიური ინვენტარიზაციის განხორციელება;
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა და კონტროლი;
  • მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალის მიღება-გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და აღნიშნული დოკუმენტაციის სისწორის უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება/ ფარმაცევტი;
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალების მიღება-გაცემის პრინციპებისა და ზოგადი სტანდარტების ცოდნა.
  • MS Office-ს კარგად ცოდნა.
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • მოწესრიგებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:hr@vivomedical.ge  და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 19 მარტი.

წარმატებებს გისურვებთ!

მსგავსი განცხადებები
ფარმაცევტი

პანაცეა


22 თებ - 23 მარ