კლიენტთა მომსახურების მენეჯერი საგარეჯოში
თარიღები:
12 მარ - 22 მარ
მდებარეობა:
საგარეჯო
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ი აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: საგარეჯო, შპს „ჯეო ჰოსპიტალს“-ის საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი;

 

ფუნქცია-მოვალეობები

  • სათაო ოფისის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული მომსახურების სტანდარტების სამედიცინო ცენტრში დანერგვის უზრუნველყოფა. დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება/ განხორციელების ორგანიზება;
  • მომსახურების სტანდარტების დაცვის მიმდინარე მონიტორინგი და კონტროლი;
  • მომხმარებელთა არაადეკვატური მომსახურების ყველა შემთხვევის გამოვლენა და სათაო ოფისის დროული ინფორმირება;
  • რიგების მოწესრიგება და პაციენტების (პაციენტების თანმხლები პირების) დაკვალიანება, მათი ინფორმირება კომპეტენციის ფარგლებში;
  • მომსახურების სტანდარტების დარღვევის ფაქტების აღრიცხვა, მიზეზებში გარკვევა და სათაო ოფისის ინფორმირება;
  • პაციენტების უკმაყოფილების ფაქტების აღრიცხვა და სათაო ოფისის დროული ინფორმირება;
  • მოლარე-რეგისტრატორების კონტროლი, მომსახურების ხარისხის კუთხით (სერვის +);
  • პაციენტებთან კონფლიქტური და პრობლემური სიტუაციების მართვა;
  • სათაო ოფისში წარსადგენი ყოველკვირეული ანგარიშების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე, ჯანდაცვის ან სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილებას
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა 
  • რუსული ენის ცოდნა სასურველია
  • გამართულად მეტყველების და წერილობითი გადმოცემის სათანადო უნარი
  • სწრაფი ათვისების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, სისხარტე და ოპერატიულობა,  გუნდური მუშაობის, კომუნიკაბელურობის და დაძაბულ სიტუაციაში დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი

 

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა http://gh.ge/ka/application-form/

ან  გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 22 მარტი, 2019 წ.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი-კლიენტთა მომსახურების მენეჯერი“

გისურვებთ წარმატებას!

სხვა ვებ გვერდზე

მსგავსი განცხადებები
ამბულატორიის სანიტარი

კომპანია


28 თებ - 29 მარ

დერმატო-კოსმეტოლოგი რუსთავში

ირისე


26 თებ - 25 მარ

ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი

კომპანია


28 თებ - 29 მარ

ექიმის ასისტენტი

სამედიცინო ცენტრი მრჩეველი


07 მარ - 05 აპრ

ექიმის ასისტენტი

კლინიკა ელიტი


14 მარ - 12 აპრ

ექიმის ასისტენტი

სტომატოლოგიური კლინიკა ინდიგო


21 მარ - 19 აპრ

ზოგადი პროფილის  ექიმის ასისტენტი

დიაკორი


19 მარ - 17 აპრ