მარკეტინგის დირექტორი
თარიღები:
04 მარ - 02 აპრ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: walmarkgeo@gmail.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა 
ქვეკატეგორიები:
ზოგადი მარკეტინგი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
3 - 5 წლამდე
აღწერა:

ევროპული ფარმაცევტულიკომპანიაWalmark აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დირექტორის თანამდებობაზე.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე სავალდებულოა;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა.

 

პიროვნული უნარები:

  • ლიდერული თვისებები; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გამართული მეტყველება;
  • პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
  • პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა; პროექტის მართვის უნარი;
  • სტრატეგიული ხედვა , დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი;
  • სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
  • გაყიდვების სტიმულირებისათვის მარკეტინგული საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება და მართვა;
  • ბაზარზე პროდუქტის ცნობადობის და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების პერსონალის დატრენინგება; პროდუქტის შესახებ სიახლეების მუდმივი მიწოდება;
  • გაყიდვების პერსონალის კოორდინირება მარკეტინგული გეგმის განხორციელების მიზნით;
  • მარკეტინგული კომუნიკაციების მონიტორინგი და მათიეფექტური გამოყენების კონტროლი;
  • ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება; პროდუქტის რეკლამირება;
  • სარეკლამო კომპანიებთან და ვიპ კლიენტებთან, კომპანიის ოპლ-თან ურთიერთობა.
  • მარკეტინგული ხარჯების კონტროლი.

 

სამუშაო პირობები:

  • საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
  • გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ კანდიდატს ვთავაზობთ ზრდად ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას;
  • მანქანა, სატრანსპორტო ხარჯები და სოციალური პაკეტი - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა. 

 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილებიან მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება), მისამართზე: walmarkgeo@gmail.com გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.