სადაზღვევო შემთხვევების მონიტორინგის მენეჯერი
თარიღები:
08 თებ - 22 თებ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@imediL.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
დაზღვევა 
ქვეკატეგორიები:
დაზღვევა (ზოგადი)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

სადაზღვევო კომპანია იმედი L აცხადებს სადაზღვევო შემთხვევების მონიტორინგის მენეჯერი  თანამდებობაზე.

                    

                                  
ძირითადი მოვალეობები:

  • სამედიცინო დაწესებულებებში მიმდინარე სამედიცინო შემთხვევების ყოველდღიური მონიტორინგი;
  • დაზღვეულის სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და სადაზღვევო შემთხვევის შესაბამისობის დადგენა პოლისის ხელშეკრულების პირობებთან;
  • კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევების ინდივიდუალური განხილვა და დამუშავებული ინფორმაციის პროგრამული ასახვა;
  • დამუშავებული სადაზღვევო შემთხვევების შესახებ საჭირო რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი სამსახურისთვის წარდგენა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • კლინიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • MS Office პროგრამების  ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
     

აუცილებელი უნარები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად  მიღების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • სტრესული სიტუაციების მიმართ გამძლე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge  ;  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 თებერვალი, 2019 წელი.

 

სადაზღვევო კომპანია “იმედი L”   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მსგავსი განცხადებები
ზარალების მართვის სატელეფონო კონსულტანტი

სადაზღვევო კომპანია იმედი L


08 თებ - 22 თებ

პროვაიდერთა ქსელის მართვის სპეციალისტი

სადაზღვევო კომპანია იმედი L


08 თებ - 22 თებ

სამედიცინო ზარალების მართვის ანალიტიკოსი

სადაზღვევო კომპანია იმედი L


08 თებ - 22 თებ