პროვაიდერთა ქსელის მართვის სპეციალისტი
თარიღები:
08 თებ - 22 თებ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@imediL.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
დაზღვევა 
ქვეკატეგორიები:
დაზღვევა (ზოგადი)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

სადაზღვევო კომპანია „იმედი L” აცხადებს ვაკანსიას პროვაიდერთა ქსელის მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00


ძირითადი მოვალეობები:

  • პროვაიდერი კლინიკების შერჩევის პროცესში ზარალების მართვის სპეციალისტებთან კომუნიკაცია და შესაბამისი რეკომენდაციების მიღება;
  • პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებთან აქტიური მოლაპარაკების წარმართვა, სასურველი პირობების მიღების მიზნით;
  • პროვაიდერი კლინიკების მიერ შემოთავაზებული მომსახურების ფასების, ხარისხისა და ხარჯთეფექტურობის სიღრმისეული ანალიზი;
  • პროვაიდერი კლინიკების მიერ შემოთავაზებული ფასების წინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასებთან შედარება;
  • ზარალების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი, არსებულ პრობლემებზე რეაგირება და სამომავლო პრევენციული გეგმების შემუშავება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო  განათლება;
  • სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კლინიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • MS Office პროგრამების  ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;

 

აუცილებელი უნარები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად  მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • სტრესული სიტუაციების მიმართ გამძლე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge  ;  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 თებერვალი, 2019 წელი.

 

სადაზღვევო კომპანია “იმედი L”   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მსგავსი განცხადებები
ზარალების მართვის სატელეფონო კონსულტანტი

სადაზღვევო კომპანია იმედი L


08 თებ - 22 თებ

სადაზღვევო შემთხვევების მონიტორინგის მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია იმედი L


08 თებ - 22 თებ

სამედიცინო ზარალების მართვის ანალიტიკოსი

სადაზღვევო კომპანია იმედი L


08 თებ - 22 თებ