მარკეტინგის მენეჯერი
თარიღები:
07 თებ - 08 მარ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@pharmhouse.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
მარკეტინგი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა 
ქვეკატეგორიები:
ზოგადი მარკეტინგი საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
რუსული ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
2 - 3 წლამდე
აღწერა:

ფარმაცევტული კომპანია ფარმაცევტული სახლი +“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ფარმაცევტულ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint Presentation);
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;

 

პიროვნული უნარები:

  • ლიდერული თვისებები; დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
  • პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა; პროექტის მართვის უნარი;
  • სტრატეგიული ხედვა, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი;
  • სამუშაოს პეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
  • გაყიდვების სტიმულირებისათვის მარკეტინგული საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება და მართვა;
  • ბაზარზე  პროდუქტის ცნობადობის და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა;
  • ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება; პროდუქტის რეკლამირება;
  • გაყიდვების პერსონალის დატრენინგება; პროდუქტის შესახებ სიახლეების მუდმივიმიწოდება;
  • სარეკლამო კომპანიებთან და ვიპ კლიენტებთან ურთიერთობა.

 

სამუშაო პირობები:

  • საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
  • გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ კანდიდატს ვთავაზობთ ზრდად ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას;
  • სატრანსპორტო ხარჯები და სოციალური პაკეტი - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა. 

 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილებიან მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება), მისამართზე: hr@pharmhouse.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მსგავსი განცხადებები
მარკეტინგის მენეჯერი

ფარმაცევტული კომპანია - არტ ფარმა


08 თებ - 09 მარ