ოჯახის ექიმი რუსთავში
თარიღები:
28 დეკ 2018 - 18 იან
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@imediL.ge
მდებარეობა:
რუსთავი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ოჯახის ექიმი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
2 - 3 წლამდე
აღწერა:

სადაზღვევო კომპანია იმედი L აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის  თანამდებობაზე რუსთავში.

 

სამუშაო ადგილმდებარეობა:  “იმედიL”  - ის პროვაიდერი კლინიკა

სამუშაო საათები:  ორშაბათი -პარასკევი 10:00-18:00;

                                 აბათი 10:00-14:00.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტის დიაგნოსტირება და პირველადი კონსულტაცია;
  • ჯანმრთელობის ისტორიის შექმნა, მისი განახლება და ანალიზი;
  • შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა და შესაბამისი მიმართვის გაცემა;
  • ჩასატარებელი გამოკვლევების, მკურნალობის ხარისხისა და მიზანშეწონილობის კონტროლი, დაავადების მიმდინარებობის მეთვალყურეობა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
  • პაციენტთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამული ასახვა.
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო  განათლება (სასურველია პედიატრი ან თერაპევტი);
  • ოჯახის ექიმის/თერაპევტის ლიცენზია;
  • მკურნალ ექიმად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების  ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
     

აუცილებელი უნარები:

  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მშვიდი და გაწონასწორებული;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.


 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge  ;  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 იანვარი, 2019 წელი.

სადაზღვევო კომპანია “იმედი L”   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

 

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მსგავსი განცხადებები
ოჯახის ექიმი

სადაზღვევო კომპანია ალფა


08 იან - 06 თებ

ოჯახის ექიმი/ბინაზე გამსვლელი/სასწრაფო დახმარების ექიმი

ჯეო მედი


03 იან - 01 თებ