ხარისხის მართვის მენეჯერი
სამედიცინო დაწესებულება
თარიღები:
02 დეკ - 20 დეკ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hrmclinic5@gmail.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ადმინისტრაცია  სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ადმინისტრაციული თანაშემწე ჯანდაცვა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
1 - 2 წლამდე
აღწერა:

სამედიცინო დაწესებულებააცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

ამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოში დადგენილი ნორმების მიხედვით;
  • სამედიცინო სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების ინდიკატორების შეფასება და რეაგირება;
  • ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა და პერიოდული მონიტორინგი;
  • სამედიცინო მომსახურების ეთიკური საკითხების განხილვა და რეაგირება;
  • დამფინანსებლებთან ერთად დოკუმენტაციის განხილვის პროცესში კლინიკის ინტერესების დაცვა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციასა და დამფინანსებლებთან გადაცემულ ინფორმაციას შორის შესაბამისობის დადგენა;
  • სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
  • კლინიკური სამედიცინო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.

 

აუცილებელი ცოდნა:

  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა (სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება №108/ნ; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ ბრძანება №338/ნ; საქართველოს მთავრობის დადგენილება №36);
  • სამედიცინო კლასიფიკატორების (ICD-10; NCSP) ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
  • MS Office-ს კარგი ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;

 

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში კანდიდატის მიერ წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hrmclinic5@gmail.com და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 20/12/2018.

 

მსგავსი განცხადებები
ხარისხის მართვის მენეჯერი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო


20 ნოემ - 19 დეკ