ექთნის დამხმარე / გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი
თარიღები:
14 ივლ - 30 ივლ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Vacancy.Surgery@aversi.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
მედდა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
საშუალო განათლება
აღწერა:
ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ექთნის დამხამრე (გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი)

სავალდებულოა:
  • საშუალო სპეციალიზირებული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (II კურსიდან)
  • გამოცდილება არ არის აუცილებელი საქმეს შევასწავლით ადგილზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
  • კლინიკაში არსებული სადეზინფექციო ხსნარების – დამზადება/გამოყენება;
  • სამედიცინო ნარჩენების სეგრეგაცია;
  • სამედიცინო იარაღების/ინვენტარის გამოყენება, რეცხვა, დეზინფექცია და სტერილიზაცია
  • ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;
  • ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში:
  • პაციენტთა ჰიგიენიაზე ზრუნვა და უზრუნველყოფა.

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ოთხ დღეში ერთხელ.
მისამართი: თბილისი, დიღომი, კ. ჩაჩავას N7.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ER-ის ექთნის დამხმარე). საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ივლისი.
ცენრტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.