გაყიდვების მენეჯერი თბილისსა და რეგიონებში
თარიღები:
20 ნოემ - 19 დეკ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@pharmhouse.ge
მდებარეობა:
თბილისი სხვა
კატეგორიები:
გაყიდვები 
ქვეკატეგორიები:
გაყიდვები(ზოგადი) გაყიდვების მენეჯერი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
ერთ წელზე ნაკლები
აღწერა:

ფარმაცევტული კომპანია  „ფარმაცევტული სახლი +“  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე ქ.თბილისსა და რეგიონებში.
 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე ან რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სავალდებულოა;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული უნარები:

  • ლიდერული თვისებები;
  • პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა;
  • პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • სტრატეგიული ხედვა , დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი;
  • სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვების სტიმულირება, გუნდის მართვა, მოტივირება, ყოველდღიური რეპორტინგი;
  • კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
  • ორმაგი და ინდივიდუალური ვიზიტების დაგეგმვა და შესრულება;
  • შუალედურ მომხმარებლებთან მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობის აწყობა; ახალი კლიენტების მოძიება;
  • პორტფელში არსებულ პროდუქტებზე სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და შესრულება გაყიდვების პერსონალთან ერთად;
  • რეგულარული რეპორტინგი ზემდგომ პირებთან მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.
  • ფარმაცევტულ სფეროში კომპანიის ცნობადობის ზრდის უზრუნველყოფა.

 

სამუშაო პირობები:

  • საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
  • გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ კანდიდატს ვთავაზობთ ზრდად ანაზღაურებას და ბონუსურ სისტემას;
  • ავტომობილი, სატრანსპორტო ხარჯები და სოციალური პაკეტი - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა.  

 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილებიან მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება), მისამართზე:  hr@pharmhouse.ge.   გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მსგავსი განცხადებები
კონსულტანტი

სარეაბილიტაციო მედიცინის ცენტრი


19 ნოემ - 18 დეკ

პრომო გოგონა

სარეაბილიტაციო მედიცინის ცენტრი


14 დეკ - 12 იან 2019