თარიღები:
27 ივნ - 20 ივლ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@millennium-school.org
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ფსიქოლოგია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეული ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს.
ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები სკოლაშივე სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენასა და სასარგებლოდ გამოყენებას.
შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები.

“ათასწლეულის სკოლა” აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგის პოზიციაზე.

თანამშრომლობის პროცესში, შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება:
  • მულტიდისციპლინურ გუნდთან და მასწავლებლებთან/დამრიგებლებთან ერთად სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში;
  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენასა და საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას ამ გეგმის შესრულებაში;
  • პროფესიული განვითარების სემინარების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
  • მოსწავლეებთან ინდივიდუალური თერაპიული პროცესის წარმართვაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით;
  • სასურველია, ჰქონდეს სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან თერაპიული პროცესის წარმართვის გამოცდილება;
  • სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 20 ივლისის ჩათვლით.

განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
პერსონალურ მონაცემებს შპს „ათასწლეულის სკოლა“ დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.
თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში.
სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე millennium-school.org.