“მეტრეველის სტომატოლოგიური ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას
სტომატოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.
თუ გსურს კვალიფიკაცია აიმაღლო თანამედროვე და კომფორტულ გარემოში, სადაც პროფესიონალი და მეგობრული თანამშრომლები დაგხვდებიან, შემოგვიერთდი!
აუცილებელი პირობა! სტომატოლოგის ასისტენტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაო სივრცის უზრუნველყოფა ინსტრუმენტებით და მასალებით
- სტომატოლოგიური ინვენტარის მოწესრიგება
- სამუშაო პროცესში ექიმისთვის დახმარების გაწევა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე:
metreveliclinic@gmail.com. აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ასისტენტი).