სამუშაო გრაფიკი და პირობები: სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 (შუადღის 1 საათის დასვენება). შაბათი: მოკლედ დღე (შუადღეს 3 საათამდე). ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში 600, შემდეგ 2000
გვჭირდება თანამედროვე სტომატოლოგიურ ლაბორატორიაში და ვეძებთ ორგანიზებულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან ადმინისტრატორს, რომელიც იქნება დამაკავშირებელი რგოლი ექიმებს, ტექნიკოსებსა და ლაბორატორიის შიდა პროცესებს შორის.
ძირითადი მოვალეობები:
ექიმებისგან შეკვეთების მიღება და ზუსტი ინფორმაციის დაფიქსირება (შეკვეთისთვის საჭირო დეტალები, ფერი, მასალა და ვადები);
საჭიროების შემთხვევაში ექიმებთან დამატებითი ინფორმაციის მიღება;
შეკვეთების ელექტრონულად ან პროგრამაში შეტანა და ზედამხედველობა;
ტექნიკოსებისთვის დავალებების გადანაწილება და შესრულების მონიტორინგი;
შეკვეთების სტატუსის დაფიქსირება და ექიმების ინფორმირება ვადების შესახებ;
ტექნიკოსების გამომუშავებული ხელფასის დათვლა თვის ბოლოს;
მარაგების კონტროლი და საჭირო მასალების დროული შეკვეთა;
ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება და არქივის სწორად მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სტომატოლოგიურ სფეროში);
კომუნიკაციის კარგი უნარი (ექიმებთან, ტექნიკოსებთან, კურიერებთან და სხვა მხარეებთან);
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
საბაზისო კომპიუტერული უნარები (Excel, Word, Google Sheets ან სპეციალური პროგრამა);
დროის ეფექტური მართვის უნარი და პრობლემების გადაჭრის უნარი.
დეტალებზე მკაფიო ყურადღება და ორგანიზაციული უნარები.
კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
რას გთავაზობთ:
პროფესიონალურ გარემოში მუშაობა;
სტაბილური ხელფასი და გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ ხელფასის გადახედვა;
ზრდის პერსპექტივა და შიდა სტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
საწყის ეტაპზე ამ მოქმედი ადმინისტრატორი გადმოგაბარებთ საქმიანობას ისე რომ არ შეფერხდეს ლაბორატორიაში პროცესები.
სამუშაო გრაფიკი და პირობები: სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 (შუადღის 1 საათის დასვენება). შესვენება : 1 საათი შაბათი: მოკლედ დღე (შუადღეს 3 საათამდე).
მდებარეობა: ქალაქი რუსთავი კოსტავას 11 ნომერი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: irakliqochi77@gmail.com