„ჯეო მედი“ — ლიცენზირებული მულტიპროფილური სამედიცინო კომპანია, 2012 წლიდან პაციენტისთვის უზრუნველყოფს 24/7 სერვისს ბინაზე. ჩვენი გუნდი აერთიანებს სერტიფიცირებულ ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ, ხარისხიან და ინდივიდუალურად მორგებულ მომსახურებას იქ, სადაც პაციენტია.
ვიწვევთ პროფესიონალებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მთავარ ღირებულებას — ზრუნვას ადამიანზე.
„ჯეო მედი“ აცხადებს ვაკანსიას ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის (ოტორინოლარინგოლოგი) პოზიციაზე
მოვალეობები:
მწვავე და ქრონიკული პათოლოგიების შეფასება და მართვა პაციენტის ბინაზე
დიაგნოსტიკური პროცედურების შესრულება (ოტოსკოპია, რინოსკოპია და სხვ.)
მკურნალობის სქემის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში რეფერირება
მოთხოვნები:
ოტო-რინო-ლარინგოლოგის მოქმედი სერტიფიკატი
პაციენტთან ეფექტური კომუნიკაციისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
შინ მიტანით მომსახურების გაწევის მზაობა
მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით (ბინაზე მომსახურება)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: Geomedi.info@gmail.com
„ჯეო მედი“ ქმნის უსაფრთხოებას იქ, სადაც პაციენტია. გახდი გუნდის ნაწილი, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობაზე.