სამედიცინო წარმომადგენელი
თარიღები:
30 მაი - 28 ივნ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@4hs.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
4Hospitals“ სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს  სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. 
კომპანიის განაცხადია ,,ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე’’შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს; 

"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წამომადგენელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას N28
განაკვეთი: სრული

სამუშაოს აღწერილობა:
  • სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
  • პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა. 
  • კომპანიის პორთფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
  • პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
  • სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
  • კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება; 
  • ახალ პროდუქტებზე ინფორმაციების მოძიება, ბაზრის კვლევის ჩატარება;

ძირითადი უნარები:
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • სისხარტე, პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა
  • კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • გაყიდვების მიმართულების მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური ენის ცოდნა, რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა 
  • ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, 
  • კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების  შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, 
  • შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;  

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა,  გამოგვიგზვანეთ  თქვენი რეზიუმე 1 ივლისამდე მისამართზე: vacancy@4hs.ge. გთხოვთ, ,,subject’’-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
4Hospitals გისურვებთ წარმატებას!