საერთაშორისო კლინიკების ქსელი
„სიმეტრია“ აცხადებს ვაკანსიას
რეაბილიტოლოგის/ფიზიოთერაპევტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ჩვენ ვაფართოებთ სერვისების სპექტრს და ვიყენებთ უახლეს აპარატურას. ამჟამად ვეძებთ გუნდში სპეციალისტს, რომელსაც აქვს პროფესიული ზრდის და ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის სფეროში განვითარების სურვილი.
ვალდებულებები:
- ექიმის დანიშნულების შესაბამისად ფიზიოთერაპიული პროცედურების ჩატარება
- ინდივიდუალური მუშაობა პაციენტებთან
- დოკუმენტაციის წარმოება და სამედიცინო გუნდთან თანამშრომლობა
- ავტორული მეთოდიკის ფარგლებში სწავლა და განვითარება
ძირითადი პროცედურები:
- მაგნიტოთერაპია, ლაზეროთერაპია, ელექტროსტიმულაცია, ელექტროფორეზი
- დარტყმით-ტალღოვანი თერაპია (BTL)
- ულტრაბგერითი თერაპია
- კინეზიოთერაპია კროსოვერების გამოყენებით
- ყველა აპარატზე მუშაობის სწავლება ხორციელდება კლინიკის ხარჯზე.
მოთხოვნები:
- პროფესიული სამედიცინო განათლება (ფიზიოთერაპია, რეაბილიტაცია)
- მოქმედი სერთიფიკატი და სამუშაო გამოცდილება — უპირატესობად ჩაითვლება
- რეაბილიტაციის სფეროში განვითარებისა და სწავლის სურვილი
- პაციენტებთან ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების შექმნის უნარი
- გუნდში მუშაობის მზაობა და საერთაშორისო პროექტის ნაწილი გახდომის სურვილი
ჩვენ გთავაზობთ:
- მუშაობა სტაბილურ, თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ საერთაშორისო კლინიკაში
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
- სწავლა და სერთიფიცირება კლინიკის ხარჯზე
- მონაწილეობა საერთაშორისო გუნდში და განვითარება ავტორული მეთოდიკით
- მყუდრო სამუშაო გარემო და ადაპტაციის პროცესში მხარდაჭერა
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე:
hr.symmetria.ge@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 34 98 81
მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს გუნდში!