აღწერა:
ფარმაცევტული კომპანია “ასფარმა” აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე:
ძირითადი მოთხოვნები :
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბაზრის კვლევის წარმოება და ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლა;
- გამოწვევებისა და შესაძლებლობების დადგენა და ანგარიშგება;
- ბრენდის/პროდუქტების მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა;
- ბრენდის ეფექტური წარმოჩენის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა;
- საპრომოციო, საინფორმაციო, სარეკლამო, საპრეზენტაციო მასალების მომზადება;
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა, საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები;
- ანალიტიკური აზროვნება;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV (ავტობიოგრაფია), ფოტოსურათი(3X4) და დიპლომის ასლი შემდეგ მისამართზე:
georgia@asfarma.com არაუგვიანეს
2024 წლის 27 ივნისისა. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ , გაითვალისწინოთ,რომ CV ფოტოსურათის გარეშე არ იქნება განხილული.