ამჟამად, ,,ციტო” საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია თოთხმეტ ლოკაციაზე და თავის პაციენტებს სთავაზობს: ლაბორატორიულ და ინსტრუმენტალურ კვლევებს, სხვადასხვა დარგის გამოცდილი და კვალიფიციური ექიმების კონსულტაციებს.
შპს ,,სამედიცინო ცენტრი ციტო“ აცხადებს ვაკანსიებს მიმღებ განყოფილებაში ოპერატორის თანამდებობაზე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, არაყიშვილის ქ. 2;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- შაბათი 12:00-19:00.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღომი, ბელიაშვილის ქუჩა;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- შაბათის ჩათვლით, კვირაში 40 საათი;
ძირითადი მოვალეობები: - პაციენტის მიღება და რეგისტრაცია;
- გამოსაკვლევი მასალის მიღება;
- პაციენტებსა და ექიმებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- ლაბორატორიული კვლევის შედეგების გაცემა;
- ხარისხის მართვის პროცესებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო უნარები: - განათლება: უმაღლესი (სასურველია სამედიცინო განათლება);
- აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველი გამოცდილება: 1 წელი მსგავს პოზიციაზე;
- ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ოპერატიულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემების ანალიზი და სწრაფი რეაგირების უნარი;
- კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ
გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.