აღწერა:
დასახელება: ექთანი ფლებოტომისტი თარიღი: 23/05/2023-6/06/2023 სამუშაო ადგილი: ქ. ახმეტა შ.პ.ს ’’ავერსის კლინიკის’’ ლაბორატორიათა ქსელი აცხადებს ექთანი- ფლებოტომისტის ვაკანსიას ახმეტის ფილიალში. კვალიფიკაცია და მოთხოვნები: - განათლება: უმაღლესი სამედიცინო ან საშუალო სპეციალიზირებული, მედდის კვალიფიკაციით;
- ვენაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- გულისხმიერება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr_clinic@aversi.ge . ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ექთანი ფლებოტომისტი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 6/06/2023
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას!