ტრენერი
თარიღები:
17 იან - 10 თებ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@myimpex.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
მეცნიერება/განათლება 
ქვეკატეგორიები:
ტრენერი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
2 - 3 წლამდე
აღწერა:

სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 100-მდე თანამედროვე კონცეფციის აფთიაქებს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს „იმპექსფარმს“ ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი“ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

„იმპექსი“ სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც აერთიანებს 1000-ზე მეტ დასაქმებულს.

 

ფარმაცევტული კომპანია „იმპექსფარმი“ აცხადებს ვაკანსიას ტრენერის (ფარმაკოლოგიური მიმართულებით) თანამდებობაზე.  

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

წარმატებულ კანდიდატებს კომპანია სთავაზობს კონკურენტულ ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით განახლებულ სამუშაო გარემოს.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული სტანდარტის მიხედვით ტრენინგ მოდულების შექმნა;
  •  პროფესიული ტრენინგების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება;
  •  სწავლების (ტრენინგი, ლექცია-სემინარი, მინი-ლექცია და სხვა) მონაწილეთა ბაზის წარმოება;
  • მონაწილეთა სწავლების საინფორმაციო მასალით  უზრუნველყოფა;
  • სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ თემებზე ტესტების მომზადება;
  • წინასწარ განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფისთვის ტესტირებების ჩატარება;
  • ფარმაცევტული სიახლეების მოძიება და სწავლების მასალების მუდმივი განახლება;
  • სტაჟირების პროგრამაში ჩართული ახალი კადრის სწავლების მიმდინარეობის მონიტორინგი აფთიაქში;
  • სააფთიაქო ქსელის თანამშრომლებისათვის (მენეჯერები, ფარმაცევტები, კონსულტანტები) საკატეგორიზაციო ტესტირების  ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
  • გეგმიური ტრენინგის საჭიროების ანალიზი;
  • ტრენინგის შედეგების შეფასება და რეპორტის წარმოება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • ტრენინგების ჩატარების მეთოდოლოგიის, მენეჯმენტისა და მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
  • MS Office
  • ტრენინგების მომზადებისა და ჩატარების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ფარმაციისა ან მედიცინის მიმართულებით 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული უნარები:

  • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი ემოციური ინტელექტი;
  • დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV-ები შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@myimpex.ge . გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. „იმპექსფარმი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!