სამედიცინო პროდუქციის სპეციალისტი
თარიღები:
19 ნოემ - 17 დეკ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: david.d@mifasi.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სამედიცინო წარმომადგენელი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
გამოცდილება:
1 - 2 წლამდე
აღწერა:

კომპანია AMTS (მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში.

კომპანია, როგორც BBraun-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო პროდუქციის სპეციალისტის თანამდებობაზე BBraun-ის სამედიცინო პროდუქციის განვითარების მიმართულებებით (ჰოსპიტალური დანიშნულების სამედიცინო პროდუქცია).


მოვალეობები:

  • BBraun-ის პროდუქციის სრულყოფილი შესწავლა;
  • მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა და პრეზენტაციების ჩატარება;
  • მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა, შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების გამართვა;
  • გაყიდვების გაზრდა და დასახული გეგმების შესრულება;
  • პროდუქციის პოპულარიზაციისათვის სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ტენდერებში და პროექტებში მონაწილების მისაღებად შესაბამის განყოფილებებთან თანამშრომლობა;
  • პერიოდული ანგარიშის მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • ბაზრის შესწავლა და ინფორმაციის მუდმივი განახლება;
  • პროდუქციის ტრენინგებზე დასწრება;
  • კონფერენციებსა და სემინარებზე კომპანიის ინტერესების წარდგენა;
  • საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში პერიოდული ვიზიტების განხორციელება (ხშირი მივლინებები საქართველოს მასშტაბით).

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა განათლება სამედიცინო ან ფარმაცევტულ სფეროში;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ადგილობრივი სამედიცინო ბაზრის და ტენდენციების ცოდნა;
  • როგორც დამოუკიდებლად ასევე გუნდში მუშაობის უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კარგი მეტყველების და ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პრეზენტაციების მომზადებისა და წარდგენის გამოცდილება;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ხშირი მივლინებებისათვის მზადყოფნა;
  • მართვის მოწმობა კატეგორია B.

 

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • 3 თვიანი ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი;
  • გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება;
  • კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა + კომპანიაში დაწესებული დამატებითი ბენეფიტებით სარგებლობა;


დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: david.d@mifasi.ge-ზე. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მსგავსი განცხადებები
ექიმი ლაბორანტი

ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი


15 ნოემ - 14 დეკ

სააფთიაქო გაყიდვების მენეჯერი

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია


29 ნოემ - 28 დეკ

სამედიცინო პროდუქციის სპეციალისტი

მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი


16 ნოემ - 15 დეკ

სამედიცინო შემთხვევების ოპერატორი ბათუმში

ევექსის კლინიკები


01 დეკ - 15 დეკ

სამედიცინო წარმომადგენელი აჭარაში/ოფისის მენეჯერი თბილისში

ნიუ ფარმა


25 ნოემ - 24 დეკ

სამედიცინო წარმომადგენელი თბილისსა და იმერეთის რეგიონში

იმპექსფარმი


29 ნოემ - 28 დეკ

სამედიცინო წარმომადგენელი თბილისსა და რეგიონებში

ფარმაცევტული კომპანია - არტ ფარმა


19 ნოემ - 18 დეკ