იმპორტის მენეჯერი
თარიღები:
05 ოქტ - 25 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@smartpharm.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
ლოგისტიკა/ტრანსპორტი 
ქვეკატეგორიები:
იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:

“Smartpharm” ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. „SmartPharm” იმპორტს ახორციელებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან: ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, უნგრეთი და სხვა, ასევე წარმატებით თანამშრომლობს CIS ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ინდოეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი. კომპანია წარმოადგენს მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელი კომპანიების: Zeta Farmaceutici - იტალია, Aldo Union - ესპანეთი, Beta Laboratorios - არგენტინა, Glenmark Pharmaceuticals - ინდოეთი, Adipharm -ბულგარეთი, ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.   დღეის მდგომარეობით „SmartPharm”  მთელი საქართველოს მასშტაბით  800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

 

კომპანია “Smartpharm” აცხადებს ვაკანსიას იმპორტის  მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი,

სამუშაო განაკვეთი:  ორშაბათი-პარასკევი სრული , შაბათი - ნახევარი დღე

ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საერთაშორისო ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტების მოძიება, შესყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება;
    ლოჯისტიკასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
  • ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების ორგანიზება;
    ფარმაცევტული პროდუქტების  საწყობებში არსებული მარაგების და ნაშთების კონტროლი;
  • საიმპორტო ფარმაცევტული პროდუქციის საქართველოს ბაზარზე დაშვებულ პროდუქტებთან შესაბამისობის  კონტროლი და დაშვების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
    შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
    საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფარმაცევტული  ან   ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით);
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა -განსაკუთრებით MS Excel;
  • ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

 

უნარები/პიროვნული თვისებები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარები;
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

 

„Smartpharm” გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ  ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

 

შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:

  • CV (რეზიუმე) გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება ;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) ელ.ფოსტაზე : hr@smartpharm.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „იმპორტის მენეჯერი“.

CV (რეზუმე) გამოგზავნის საბოლო ვადა: 25/10/2021

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კადნიდატებს.

„Smartpharm” მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!